ERC ჰოლდინგი ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მაღალტექნოლოგიური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, მწარმოებლებთან. ჰოლდინგს საკუთარი წარმომადგენლობები აქვს როგორც ევროპის, კავკასია ისე აზიის ქვეყნებში და იგეგმება სამომავლო გეოგრაფიული გაფართოებაც.
ჰოლდინგის ისტორია დაიწყო პირველი კომპანიის შექმნით 1995 წელს და პირველი სადისტრიბუციო კონტრაქტებით 1995-1996 წლებში. კომპანია ისევე როგორც იცავს და ავითარებს არსებულ ტრადიციულ გამოცდილებას, ასევე ღიაა ინოვაციების შექმნასა და პოპულარიზაციაში. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ბიზნესის ზრდის დამაჯერებელ ტენდენციას და მის ეფექტურობას დისტრიბუციაში. კომპანიას ბიზნეს პაარტნიორებთან თანამშრომლობის 4 ძირითადი მიმართულება აქვს: სამომხმარებლო კომპიუტერული ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქცია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ERC ბაზარზე წარმოადგენს პროდუქტებს, იდეებს, გადაწყვეტილებებს როგორც კომერციულ, სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის.
დისტრიბუციის კლასიკური მოდელის ორდნონიანი სისტემა (VAD) შერწყმულია გაყიდვების სტრატეგიასთან, რომელიც გულისხმობს ფასების პოლიტიკის ჯანსაღ წარმოებას. ERC ბიზნესს და გაყიდვებს აწარმოებს მისი პარტნიორების მეშვეობით, როგორც დიდ რეგიონალურ სავაჭრო საცალო ქსელებთან, ისე პატარა , საშუალო ტიპის ბიზნესებთან, საბითუმო ქსელებთან, ონლაინ მაღაზიებთან, სისტემურ ინტეგრატორებთან და სპეციალურ ტექნოლოგიურ ნიშებსა და სეგმენტებზე ორიენტირებულ კომპანიებთან.
ERC-ს პარტნიორებთან მუშაობა გულისხმობს მუდმივას განახლებად, საინტერესო, მაღალხარისხიანი შეთავაზებების გაკეთებას, პროდუქტებს მთელი მსოფლიოდან და ასევე კიევის საწყობიდან. ERC-ს ყველა ბიზნეს პარტნიორს ყავს მენეჯერი, ყველა პარტნიორი იღებს ინდივიდუალურ, მოსახერხებელ ფინანსურ და ლოჯისტიკურ პირობებს, მარკეტინგულ პროგრამებს, კონსულტაციებს, ინფორმაციას, პრომო აქტივობებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, საგანმანათლებლო პროგრამებს და ა.შ.
ERC მუდმივად ხელს უწყობს მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას, ზრუნავს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც გლობალურ მწარმოებლებთან ისე სტარტაპერებთანაც.
Around the world, companies are facing a…
About Juniper Networks Juniper Networks products are…
The entire period of human electricity usage,…
Copilot (AI-powered assistant) for Microsoft 365 is…